
ინდოეთის ქალაქ მუმბრაში, 4 წლის გოგონა ძაღლმა იმსხვერპლა - ლაბრადორი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულის ტერასიდან გადმოვარდა და გოგონას დაეცა. სათვალთვალო კამერებით გადაღებულ კადრებში გაურკვევლად ჩანს, ძაღლი გადახტა თუ გადააგდეს. ინციდენტთან დაკავშირებით დედას საჩივარი არ შეუტანია, თუმცა პოლიციამ ძაღლის პატრონის მიმართ გამოძიება დაიწყო.
ტრაგიკული შემთხვევა ჩირაგის სასახლესთან ახლოს მოხდა. სანა ხანი დედასთან ერთად სეირნობდა, როდესაც ძაღლი ტერასიდან გადმოვარდა. სანა საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.
პოლიციის განცხადებით, ლაბრადორის პატრონი, სავარაუდოდ, ტერასაზე რამდენიმე ძაღლს შესაბამისი ნებართვის გარეშე ამყოფებს და ინციდენტი სწორედ მისმა დაუდევრობამ გამოიწვია. ძაღლი, რამდენიმე მოტეხილობით, სამკურნალოდ გადაიყვანეს. მუმბრას პოლიცია ამოწმებს, ლაბრადორის პატრონს მიღებული ჰქონდა თუ არა სამოქალაქო ორგანოსგან შინაური ცხოველების ფლობის ნებართვა.
0
0