ბაკურიანში თხილამურებით სრიალის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.
„დაიჯესტის“ ინფორმაციით, გარდაცვლილია გიორგი ტუხაშვილი, რომელიც დედასთან, მეუღლესა და 4 მცირეწლოვან შვილთან ერთად სამთო კურორტზე ისვენებდა.
ცნობისთვის, უბედური შემთხვევა დღის მეორე ნახევარში, ერთ-ერთ სათხილამურო ტრასაზე, სრიალისას მოხდა.
35 წლამდე ასაკის კაცი მოზარდს დაეჯახა, რომელიც შემთხვევის დროს დაშავდა. დაშავებული მოზარდი კლინიკაშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, მას დაზიანება ქვედა კიდურების არეში აქვს. ექიმები მის თბილისში გადმოყვანას არ გამორიცხავენ.
35 წლის ახალგაზრდა კაცი კი, ადგილზე მისულ სასწრაფოს ჯგუფს გარდაცვლილი დახვდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი დედას ხელში ჩააკვდა.
შსს–მ მომხდარზე გამოძიება სსკ–ს 116–ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
0
0