07/11/2022
21:21
პოლიტიკა
მოქალაქეთა 33% არავითარ შემთხვევაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 30% არავითარ შემთხვევაში ხმას არ მისცემდა „ქართული ოცნებას“.
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
კითხვაზე, რომელ პარტიებს არ მისცემდით ხმას არავითარ შემთხვევაში, რესპონდენტებს უფლება ჰქონდათ გაეცათ სამამდე სპონტანური პასუხი.
გამოკითხულ მოქალაქეთა პასუხები ასე გადანაწილდა:
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 33%
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 30%
პატრიოტთა ალიანსი - დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი - 18%
კონსერვატიული მოძრაობა - ალტ-ინფო - 15%
ევროპული საქართველო - გიგა ბოკერია - 14%
გირჩი - მეტი თავისუფლება - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 12%
გირჩი - 12%
ლეიბორისტული პარტია - შალვა ნათელაშვილი - 8%
დროა - ელენე ხოშტარია - 7%
ლელო - 6%
სტრატეგია აღმაშენებელი - გიორგი ვაშაძე - 5%
მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი - 5%
საქართველოსთვის - გიორგი გახარია - 4%
რესპუბლიკური პარტია - ხათუნა სამნიძე - 2%
თავისუფალი დემოკრატები - თამარ კეკენაძე - 1%
ხალხისთვის - ანა დოლიძე - 1%
სხვა - <1%
არც ერთი - 12%
არ ვიცი - 10%
უარი პასუხზე - 5%
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
0
0