
2 გოგო 60-წლამდე კაცს სექსუალურ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს. შაბათის ფორმულამ საქმის ახალი დეტალები გაარკვია - 60 წლის ბიზნესმენი ერთ-ერთ გოგონას ნარკოტიკული საშუალების შეძენას და მოხმარებას აიძულებდა.
"გაუპატიურებით ბედნიერს ვერ გამხდი...დამიჯერე, გესიამოვნება" - ფარული აუდიოჩანაწერები, რომლებშიც მსხვერპლი გოგონას განწირული ხმა ისმის, ტელეკომპანია “ფორმულამ” გაავრცელა.
სწორედ ნარკოტიკული თრობის შემდეგ კაცი, მოზარდზე სექსუალურად, სისტემატურად ძალადობდა და სცემდა. ახალგაზრდა “შაბათის ფორმულასთან” საუბარში ამბობს, რომ ის ერთადერთი მსხვერპლი არაა.
მოზარდებზე ძალადობის სქემა ერთმანეთის მსგავსია - მსხვერპლის თქმით, 60 წლის კაცი ფეისბუქით გოგონებს იმეგობრებდა, ნდობაში შედიოდა, შეხვედრის დროს კი ნარკოტიკული საშუალების მიღებას აიძულებდა და მათზე სექსუალურად ძალადობდა.
კაცი, რომელსაც არასრულწლოვანების გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ, დაკავებულია.
მანამდე, არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარიმ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ 18 და 19 წლის გოგონები 60 წლის მამაკაცს გაუპატიურებაში, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში, მუქარასა და პირადი ხასიათის ინტიმური შინაარსის შემცველი ფოტო-ვიდეომასალის უკანონო მოპოვებაში, შენახვასა და გავრცელებაში ადანაშაულებდნენ.
ამასთან, “საფარი" ავრცელებდა ინფორმაციას, რომ, სავარაუდოდ, იგივე პირი სხვა არასრულწლოვანების მიმართაც ჩადიოდა მძიმე დანაშაულს. Მათგან ორი არასამთავრობო ორგანიზაციას იდენტიფიცირებული ჰყვადა.
“საფარის” ცნობით, “კაცი უამრავ არასრულწლოვან გოგოს აიძულებდა სქესობრივ კავშირებს, აძალებდა ნარკოტიკებს, მუდმივად აშანტაჟებდა, ატერორებდა და აუპატიურებდა”.
“საფარის” ინფორმაციით, 29 სექტემბერამდე 60 წლის მამაკაცზე მხოლოდ შემაკავებელი ორდერი გამოიცა და მოძალადეზე დაწესდა ელექტრონული ზედამხედველობა.
ნახეთ სიუჟეტი:
0
0