3 წლის დოგი მსოფლიოში ყველაზე მაღალ ძაღლად აღიარეს
A-
+A

3 წლის დოგი, სახელად კევინი მსოფლიოში ყველაზე მაღალ ძაღლად აღიარეს. ინფორმაცია გინესის რეკორდების წიგნის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კევინი აშშ-ის შტატ აიოვაში ცხოვრობს. მისი სიმაღლე 97 სანტიმეტრია, იმ დროს როცა ამ ჯიშის წარმომადგენლების საშუალო სიმაღლე 76 სანტიმეტრს შეადგენს.
„არა მგონია ხვდებოდეს რამდენად დიდია. სულ ცდილობს პატარა საწოლში მოკალათდეს, კალთაში ჩაგვიჯდეს. მოკლედ, აკეთებს ყველაფერს, რასაც პატარა ძაღლები“, - ამბობს ძაღლის პატრონი ტრეისი ვულფი.
კევინის გარდა მას და მის ქმარს ფერმაზე კიდევ 2 ძაღლი, 4 კატა, ქათმები, თხები და ცხენები ჰყავთ. ქალის თქმით, ყველაზე მეტად კევინს მტვერსასრუტის ეშინია.
მანამდე, ყველაზე მაღალ ძაღლად მსოფლიოში ზევსი ითვლებოდა, რომელიც 2023 წლის სექტემბერში მოკვდა.
0
0
371
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%