Dailymail-ის ინფორმაციით, აშშ-ის ოჰაიოს შტატში, ქალაქ კლივლენდში, 38 წლის მარგოტ ვუდი, რომელსაც 3 წლის ვაჟი ჯულიანი ახლდა თან, საკუთარ ავტომობილში სურსათს ათავსებდა, როდესაც დანით შეიარაღებული უცნობი ქალი თავს დაესხა. თავდამსხმელმა ბავშვი მოკლა და დედა დაჭრა.
ჩრდილოეთ ოლმსტედის პოლიციის ინფორმაციით, დედა-შვილი სენტ-ჯონის სამედიცინო ცენტრში სასწრაფოდ გადაიყვანეს, მაგრამ ბავშვი ზურგსა და ლოყებზე მიყენებული ჭრილობების შედეგად მალევე გარდაიცვალა. დედის დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ იყო.
პოლიციამ 32 წლის ბიონკა ელისი იმ დროს დააკავა, როდესაც ის შემთხვევის ადგილიდან გაქცევას ცდილობდა. მას ჯერ კიდევ ხელში ეჭირა თავდასხმის დროს გამოყენებული სისხლიანი სამზარეულოს დანა.
Rocky River-ის მუნიციპალურ სასამართლოში ბიონკა ელისს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ მკვლელობაში წაუყენეს. გირაოს თანხად კი, მოსამართლემ 1 მილიონი აშშ დოლარი განსაზღვრა. პოლიციის განცხადებით, ელისს შესაძლოა მეტი ბრალდება წაუყენონ, როდესაც საქმეს კუიაჰოგას ოლქის ნაფიც მსაჯულებს წარუდგენენ.
0
0