
ესპანეთის ნაციონალურმა პოლიციამ, კატალიზატორების ქურდობის ბრალდებით, საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. ეჭვმიტანილებიდან ორი მამაკაცი და ერთი ქალია. საგამოძიებო უწყების მიერ ალიკანტესა და ვალენსიის მუნიციპალიტეტებში იდენტიფიცირებულია ქურდობის 40-მდე ფაქტი.
„რუსთავი2-ის“ ინფორმაციით, დაკავებულ ორ მამაკაცს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ამავე ჯგუფის წევრი ქალი კი გირაოთი გაათავისუფლეს.
ესპანეთის პოლიცია ავტომობილის მძღოლებს რჩევებსაც აძლევს. სამართალდამცველები მოქალაქეებს მოუწოდებენ, მანქანები კარგად განათებულ ადგილებზე დააყენონ, პოლიციის რეკომენდაციით, მძღოლებმა კატალიზატორები საღებავით უნდა მონიშნონ, ან მასზე პინ კოდი დაიტანონ.
ევროპაში ესპანეთი ერთადერთი ქვეყანა არაა, სადაც ბოლო რამდენიმე თვეში ქართველების დაჯგუფება კატალიზატორების ქურდობაში ამხილეს. ავტომობილების ძარცვაში ბრალდებულთა დასაკავებლად ცოტა ხნის წინ სპეცოპერაცია ჩატარდა პოლონეთშიც.
0
0