
პარლამენტში ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრები კვლავ მიმდინარეობს.
შეხვედრას „ქართული ოცნების“ მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის, ასევე არასამთავრობო სექტორის წევრები ესწრებიან.
"ცოტა იმედგაცრუებული ვარ, არ ვიცი ღირდა თუ არა დილის 7 საათზე ადგომა და პარლამენტში მოსვლა, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ბატონმა თავმჯდომარემ თქვა, ეს პროცესი არაფრით იქნება განსხვავებული 12 პუნქტის შესრულებისგან. 12 პუნქტი, ქართული ოცნების აზრით, ბრწყინვალედ შევასრულეთ და ამის გამო მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, ამ 9 პუნქტის შესრულებასაც ზუსტად იგივე სტილით აპირებენ.
ყველა პუნქტი ჯერ არ გაგვივლია, 3 პუნქტი გავიარეთ, მაგრამ არ მესმის, ამ 3 პუნქტის შესრულების შემდეგ ქვეყანაში რა შეიცვლება. მგონია არაფერი ისე არ შეიცვლება, რომ ქართველმა ხალხმა განსხვავება იგრძნოს. ჩვენ არ ვაპირებთ ფორმატზე უარის თქმას, ჩვენ ყველაზე ბოლოს გამოვალთ ამ შეხვედრებიდან." - განაცხადა “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.
0
0