დასავლეთ ავსტრალიის ქალაქ პერტში, პოლიციამ სამი მამაკაცი ორ მოზარდს შორის იძულებითი ქორწინების ორგანიზების ბრალდებით დააკავა. მათგან ერთ-ერთი 15 წლამდეა, მეორე კი - 17 წლის. სავარაუდოდ, მოზარდებს ერთმანეთთან შეხვედრები სურდათ, მაგრამ ნათესავებმა უთხრეს, რომ კულტურული მიზეზების გამო, ისინი ჯერ უნდა დაქორწინებულიყვნენ. პერტის სასამართლოს განცხადებით, გასულ წელს, დაკავებულმა პირებმა მოზარდებს ხელი შეუწყვეს რელიგიური ქორწილის ცერემონიის გამართვაში.
2013 წლიდან, ავსტრალიაში იძულებითი ქორწინება უკანონოდ ითვლება. ავსტრალიის ფედერალური პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტი პირველი შემთხვევაა დასავლეთ ავსტრალიაში. ავსტრალიაში ქორწინების კანონიერი ასაკი 18 წელია, თუმცა 16 წლიდან მოზარდს შეუძლია დაქორწინდეს სასამართლოს თანხმობით.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულ პირებს, მაქსიმუმ, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
0
0