3 გარდაცვლილი და 6 დაკარგული - იმერეთში ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება
07/02/2024
08:26
სამართალი
A-
+A
3 გარდაცვლილი, 6 დაკარგული, 1 გადარჩენილი - ბაღდადის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში მიწის მასა ჩამოიშალა. მიწის მასამ ოთხი სახლი მოიყოლა.
შსს-ს ცნობით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები, კინოლოგთა ჯგუფი და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
როგორც ერთ-ერთი ოჯახის ახლობელი აცხადებს, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა და სახლების დატოვება ვერავინ მოასწრო.
სტიქიის ზონაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, რომელიც ხელმძღვანელობს მიმდინარე სამუშაოებს.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს, დიდთოვლობით და ძლიერი წვიმით გამოწვეული ზვავის და მეწყრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა აჭარის რეგიონის ხულოს და ქედის მუნიციპალიტეტებში.
0
0
908
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%