
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 29 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტერენტი გრანელის, ეკატერინე ჭავჭავაძის, ასპინძის, არჩილ ბეთანელის, რამაზ დავითაშვილის, ბოდავის, ჯაბაურის, ბელა მირიანაშვილის, ზაირა არსენიშვილის, თამარაშენის, ნინო და კალისტრატე სალიების, ძეგამის, ზეგანის, იოსებ (სოსო) გაბაშვილის, პაატა სააკაძის, დავით ბერიაშვილის, ხრამჰესის, გუმათის, სიღნაღის, ცაიშის, ქვალონის, დოდო ჭიჭინაძის, პეტრე ბაგრატიონის და დიღომბარის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), მუხიანი IVა, IVბ მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანი-2 დასახლების, მუხიანის აგარაკების, გიორგი ავალიშვილის, ბარბარე ბაირამაშვილის, ალეკო გობრონიძის, მიხეილ ვაშაკიძის, ქერჩის, ვარდისუბნის და ქვითკირის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
0
0
ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა
27/10/2025