01/01/2024
16:15
მსოფლიო
28-მდე გაიზარდა, კიევში შევჩენკოს რაიონში მდებარე ერთ-ერთ საწყობზე, 29 დეკემბერს რუსეთის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, კიდევ 30 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ პირველ იანვარს დილით ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ განაცხადა.
შემთხვევის ადგილზე გრძელდება სამაშველო-სამძებრო სამუშაოები იმ ფონზე, როდესაც 1 იანვარს კიევში გლოვობენ იერიშის დროს დაღუპულებს.
29 დეკემბერის რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძლავრი დაბომბვა განახორციელა ომის მთელი დროის განმავლობაში. უკრაინის მხარის თანახმად, რუსეთის ჯარებმა გამოიყენეს მოიერიშე დრონები „შაჰედები“, ასევე ფრთოსანი და საზენიტო რაკეტები.
გაეროს უშიშოროების საბჭოს წევრთა უმრავლესობამ, მათ შორის აშშ-მა საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა, დაგმეს იერიში. ჩინეთის წარმომადგენელი გამოვიდა უკრაინის გარშემო ვითარების „პოლიტიკური დარეგულირების“ მოწოდებით.
გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი დაუკავშირა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობას.
0
0