
26 ოქტომბერს, „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, მისი მფარველი უცხოელი პოლიტკოსები, ბიუროკრატები და დიპლომატებიც დამარცხდნენ. არჩევნების შემდეგ მუშტების უმისამართო ქნევაც ამის კარგი დასტურია, - წერს საქართველოს პარალმენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
"საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საარჩევნო კამპანიის დასკვნით ეტაპზე, ბრიტანეთის ელჩმა ერთ-ერთ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელიც სრულად მიუძღვნა საქართველოს ხელისუფლების წინაღმდეგ კამპანიას.
ეს იყო "დიპლომატიური ურთიერთიბების შესახებ ვენის კონვენციის" დარღვევით ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა. "ვენის კონვენციის" დარღვევასთან ერთად, ამგვარი უპატივცემულობა, თავად ელჩის მხრიდან, დიპლომატის პროფესიული ეთიკის დარღვევაცაა.
მიუხედავად არჩევნებში უხეში ჩარევისა, და, შესაძლოა, სწორედ ამიტომაც, 26 ოქტომბერს რეკორდული რაოდენობის ამომრჩევლი გამოვიდა და თქვა, რომ აქ დაბალი ღობე არავინაა და არავის მისცემს მასზე ზემოდან ყურების უფლებას. ეს ვუთხარით საბჭოთა მოსკოვს 1989 წლის 9 აპრილს და იგივე გავიმეორეთ 2024 წლის 26 ოქტომბერს ყველა იმ დედაქალაქის გასაგონად, ვინც ჩვენთვის მოსკოვის ჩანაცვლება მოისურვა.
26 ოქტომბერს, ნაცმოძრაობასთან ერთად, მისი მფარველი უცხოელი პოლიტკოსები, ბიუროკრატები და დიპლომატებიც დამარცხდნენ. არჩევნების შემდეგ მუშტების უმისამართო ქნევაც ამის კარგი დასტურია.
რაც შეეხება სანქციებს. დიდი ბრიტანეთი დღემდე იფარებს დავით კეზერაშვილს, საერთაშორისო კრიმინალს, რომელმაც კორუფციული გარიგებებით ჯერ ქართული ჯარი გაძარცვა და შემდეგ ევროპელი პენსიონრები. ეს შავი ფული დღემდე საქართველოს დესტაბილიზაციაზე იხარჯება, რაც წარმოშობს ეჭვს, რომ მისი თავისუფლების უკან კონკრეტული გარიგება დგას,"- წერს შალვა პაპუაშვილი.
0
0