
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 26 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის მასივის I, IV, VI მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), მიქატაძის, სანდრო კანდელაკის, საბაშვილის, ომარ ხიზანიშვილის, იპოლიტე ვართაგავას, კონსტანტინე ლესელიძის, კანდელაკის, მიხეილ ხერგიანის და ილია ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ), სამხედრო დასახლების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 I, III, IV, VI, VII, VIII, X კვარტლების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 ,,დ’’ ქუჩის, კალოუბნის, შანდორ პეტეფის, შუამთის, საცხენისის, აკაკი ვასაძის, ჩიხლაძის, თრიალეთის, ჯავახეთის, აბაშვილის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კუპრაძის, სესილია თაყაიშვილის, დავით ჯავრიშვილის და გახოკიძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
0
0