14/02/2022
11:31
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, წინა ხელისუფლების დროს ეს საპროცენტო განაკვეთი იყო 80%, 90%, 100%-ზე მეტი.
„მინდა, კიდევ ერთ საკითხზე ჩავაბარო ჩვენს მოქალაქეებს ანგარიში, მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ, როცა მე ვიყავი პარლამენტში, ერთ-ერთი ინიციატივა და მომართვა შეეხებოდა პენსიონრების საპროცენტო განაკვეთს, რომელიც საკმაოდ მაღალი იყო, დღს ჯერ კიდევ არის მაღალი. თუმცა მოგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლების დროს ეს იყო 80%, 90%, 100%-ზე მეტი. ჩვენ რა თქმა უნდა, მინიმუმამდე დავწიეთ ეს საბანკო პროცენტი, მაგრამ 36 % მაინც მაღალია პენსიონრებისთვის. ამიტომ, ბატონი ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ჩვენ შევქმენით კომისია, იმუშავეს ამ საკითხზე და შეჯერდნენ, რომ აღნიშული 26 %-ს არ აცდება, 26%-მდე დავწევთ ამ განაკვეთს, რაც კიდევ ერთი შვება იქნება ჩვენი პენსიონრებისთვის, “ – განაცხადა პრემიერმა.
0
0