12/03/2025
20:28

ზუგდიდში, დარჩელში ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდის, მურმან კალანდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
"სფეისნიუსი" დაშავებული მამაკაცის ოჯახის ახლობელს ესაუბრა. მისი თქმით, მურმან კალანდია კომაშია.
“პოლიციელი, რომელიც მურმანს დაეჯახა, არაფხიზელ მდგომარეობაში იყო… მას გუშინ ჩაუტარდა თავის ტვინის ნეიროქირურგიული ოპერაცია. ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა არის მძიმე და კომაშია" - აცხადებს დაშავებულის ახლობელი.
პროკურატურაში "სფეისნიუსს" განუცხადეს, რომ პოლიციელი უკვე დაკავებულია. გენერალური პროკურატურის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილითაა დაწყებული.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში, სოფელ დარჩელში, გუშინ, 11 მარტს მოხდა.
როგორც თვითმხილველები აცხადებდნენ, პოლიციელი, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, მამაკაცს იმ დროს დაეჯახა, როცა მან სხვა ავტომობილს ააცილა.
0
0