
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან სამი წლისთავზე, 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაზე გამარჯვების გამოსაცხადებლად ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული დაზვერვა ავრცელებს.
დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ გეგმებში, შესაძლოა, საუბარი იყოს რუსეთის ნატო-ზე გამარჯვებაზეც კი.
უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთმა გასცა მითითება, გაზარდონ მცდელობები უკრაინელებში სასოწარკვეთილების დათესვის, ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის და უკრაინის დისკრედიტაციის იმ პარტნიორების თვალში, რომლებიც ქვეყანას მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას უწევენ.
დაზვერვა ასევე იტყობინება, რომ რუსეთმა სპეცსამსახურებს უბრძანა, გამოიყენონ რუსეთისა და აშშ-ს დელეგაციების 18 თებერვლის შეხვედრა საინფორმაციო შეტევისთვის. უფრო კონკრეტულად კი, უახლოეს მომავალში რუსი პროპაგანდისტები უფრო აქტიურად გაავრცელებენ ისეთ ნარატივებს, როგორებიცაა: დასავლეთმა უღალატა უკრაინას, ევროპელებისა და უკრაინელების აზრი არც მოსკოვს და არც ვაშინგტონს არ აინტერესებს, აშშ-მა და რუსეთმა ყველაფერზე მოილაპარაკეს უკრაინის ზურგს უკან, უკრაინის ხელისუფლება არალეგიტიმურია, უკრაინის არმია ფრონტზე მარცხდება, კორუფციონერები უკრაინაში ამერიკული დახმარებიდან მილიარდობით დოლარს იპარავენ.
0
0
ბაჩო ქაჯაია 5 000 ლარით ისევ დააჯარიმეს
22/02/2025