
The Sun-ის ინფორმაციით, ლუქსემბურგის პრინცი ფრედერიკ ნასაუელი 22 წლის ასაკში გარდაიცვალა. პრინცის გარდაცვალება მისმა მამამ რობერტ ლუქსემბურგელმა [ჰერცოგ ანრის ბიძაშვილმა] დაადასტურა.
ფრედერიკი 1 მარტს, პარიზში, გარდაიცვალა. მას იშვიათი გენეტიკური მიტოქონდრიული დაავადება აწუხებდა, რომელიც გამოწვეული იყო პოლიმერაზას გენის მუტაციით. ის გავლენას ახდენს რამდენიმე ორგანოზე, პირველ რიგში, ტვინზე, ნერვებზე, კუნთებსა და ღვიძლზე. დაავადება 10000-ს ადამიანს შორის ერთში ვლინდება. პრინცის მდგომარეობა ბოლო კვირებში გაუარესდა მას შემდეგ, რაც ის პნევმონიით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას მოძრაობა აღარ შეეძლო.
"პარასკევს, 28 თებერვალს, ჩვენმა საყვარელმა შვილმა თავის ოთახში დაგვიბარა, რათა უკანასკნელად გვესაუბრა. ფრედერიკმა მოიკრიბა ძალა და გამბედაობა და თითოეულ ჩვენგანს რიგრიგობით დაგვემშვიდობა. მან სიკვდილის წინ მკითხა: "მამა, ამაყობ ჩემით?", - განაცხადა რობერტ ლუქსემბურგელმა.
პრინცი ფრედერიკი აღნიშნული დაავადებით დაიბადა, თუმცა დიაგნოზი მხოლოდ 14 წლის ასაკში დაუსვეს. ამის შემდეგ მან POLG Foundation-ი დააარსა.
2024 წლის დეკემბერში, ლუქსემბურგის ჰერცოგმა ანრიმ საშობაო მიმართვაში ტახტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. როგორც ცნობილია, 2025 წლის 3 ოქტომბერს, ტახტი ჰერცოგის მემკვიდრე გიომს გადაეცემა.
0
0