გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციამ დააკავა. გოგოს ცხედარი გუშინ სამგორის რაიონში, საკუთარი სახლის წინ, ორმოში მამამ ნახა. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აქვს.
მკვლელობის ადგილიდან ამოღებულია მოკლულის მობილური ტელეფონი.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, დანაშაულის მოტივი უცნობია, თუმცა სამართალდამცველები რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ, მათ შორის განიხილება ფულის გამოძალვისა და შურისძიების ვერსიებიც.
ლილოს დასახლებაში, 22 წლის გოგოს მკვლელობის ფაქტზე, ქეთი ჯავახიშვილის მეზობლები ახალ დეტალებზე საუბრობენ. ადგილობრივები ამბობენ, სავარაუდო მკვლელიც წინუბანში ცხოვრობს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, მამაკაცს მოკლულის ოჯახთან ნათესაური კავშირი აქვს.
რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, ის შეიძლება ფულის გამოძალვას უკავშირდებოდეს. ლილოს დასახლებაში ამბობენ, რომ ახალგაზრდა კაცი მეზობელს “ფულს სძალავდა”.
გოგონას ცხედარი საკუთარი სახლის წინ, დილით, ორმოში მუშებმა იპოვეს, საბოლოოდ კი ქეთი ჯავახიშვილი მამამ ამოიცნო. გოგონას ხელები ე.წ. მავთულით ჰქონდა შეკრული და ძალადობის კვალი ეტყობოდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალს ორი ჭრილობა, ყელისა და ზურგის არეში აღენიშნებოდა.
როგორც მოკლულის ახლობელი აცხადებს, გოგონას სავარაუდოდ, გვიან ღამით დაურეკეს, რის შემდეგაც ქეთი ჯავახიშვილი სახლიდან გავიდა.
"მავთულით ჰქონდა ხელები შეკრული, ამბობენ, რომ ის ბიჭი ფულს სძალავდა, ღამე გამოსულა და უკან არ დაბრუნებულა. ეჭვობენ, რომ მკვლელი წილუბნელია. ოჯახის ნათელ-მირონია”- ამბობენ ახლობლები.
0
0