19/07/2023
09:18
საზოგადოება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ პირთა ოდენობის შესახებ II კვარტალის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
2023 წლის II კვარტალში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის (გასვლის) ოდენობა შეადგენს 1 683 567-ს, ხოლო გადმოკვეთის (შემოსვლის) ოდენობა კი 1 754 992-ს ანუ 2022 წლის I კვარტალის ბოლოს საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა რაოდენობა II კვარტალის ბოლოსთვის გაიზარდა 71 425-ით.
2023 წლის I ნახევარში უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის (გასვლის) ოდენობამ შეადგინა 2 882 528, ხოლო საზღვრის გადმოკვეთის (შემოსვლის) ოდენობამ კი 2 904 887 ანუ 2023 წლის I ნახევრის ბოლოს საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა რაოდენობა 2022 წლის ბოლოსთან შედარებით გაიზარდა 22 359-ით.
2023 წლის II კვარტალში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის (გასვლის) ოდენობამ შეადგინა 427 443, ხოლო გადმოკვეთის (შემოსვლის) ოდენობამ კი 443 624 ანუ 2023 წლის II კვარტალში საქართველოში მყოფ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა რაოდენობა 2022 წლის I კვარტალთან შედარებით გაიზარდა 16 181-ით.
2023 წლის I ნახევარში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის ოდენობამ შეადგინა 747 679, ხოლო საზღვრის გადმოკვეთის ოდენობამ კი 741 909 ანუ 2023 წლის I ნახევარში საქართველოში მყოფი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა რაოდენობა 2022 წლის ბოლოსთან შედარებით შემცირებულია 5 770-ით.
2023 წლის I ნახევარში 2022 წლის ბოლოსთან შედარებით 1000-ით და მეტით შემცირდა მოქალაქეთა რაოდენობა შემდეგი ქვეყნებიდან:
სომხეთიდან - 13 478-ით;
რუსეთიდან - 5 770-ით;
თურქეთიდან - 3 101-ით;
უკრაინიდან - 2 184-ით.
2022 წლის I ნახევარში, 2022 წლის ბოლოსთან შედარებით, 1000-ზე მეტით გაიზარდა მოქალაქეთა რაოდენობა შემდეგი ქვეყნებიდან:
ინდოეთიდან - 8 918-ით;
ბელარუსიდან - 5 051-ით;
საუდის არაბეთიდან - 4 479-ით;
ყაზახეთიდან - 4 158-ით;
აზერბაიჯანიდან - 4 032-ით;
იორდანიიდან - 2 925-ით;
პოლონეთიდან - 2 062-ით;
ისრაელიდან - 1 616-ით;
ჩინეთიდან - 1 265-ით;
გერმანიიდან - 1 047-ით
0
0