26/07/2023
12:14
საზოგადოება
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულებულია - გამოცდები სამ ივლისს დაიწყო.
45 ათასზე მეტი რეგისტრირებული აბიტურიენტისგან გამოცდებზე გავიდა 94 პროცენტი.
ქვეყნის მასშტაბით სულ ფუნქციონირებდა 24 საგამოცდო ცენტრი.
"პროცესმა მთლიანად, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. აბიტურიენტების 94% გამოცხადდა გამოცდებზე. რაც შეეხება მოხსნის შემთხვევებს, შეიძლება ითქვას, რომ წელს პირველი შემთხვევა იყო, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როცა არც ერთი აბიტურიენტი არ მოგვიხსნია.
დაგვიანებების შემთხვევებს რაც შეეხება, ყოველ დღე იყო ერთეული დაგვიანების შემთხვევები, ჯამში 50-ზე მეტი. ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ ნაშრომების გასწორებაზე და უკვე აგვისტოს პირველი ნახევრიდან შესაძლებელი იქნება ეტაპობრივად შედეგების გამოცხადება," - აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, სოფო გორგოძე.
0
0