2023 წელი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებში იყო საკმაოდ დახუნძლული, დატვირთული, - ამის შესახებ აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ პატარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის პოლიტიკური ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება და საკმაოდ დატვირთულია.
„2023 წელი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებში იყო საკმაოდ დახუნძლული, დატვირთული. როგორც მოგეხსენებათ, აზერბაიჯანი არის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა. დინამიკურად ვითარდება ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობები. ჩვენ წელს ვხურავთ საკმაოდ მაღალ ნიშნულზე, ერთ მილიარდს გადააჭარბებს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა, ასევე საინვესტიციო, სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც დაგეგმილია და რომლებიც ხორციელდება ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩვენს დერეფანს აქვს დიდი პოტენციალი სატრანზიტო თვალსაზრისით და ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, საუბარია შუა დერეფნის გაძლიერებაზე, ხელშეწყობაზე, რათა მეტი ტვირთი მოვიზიდოთ ჩვენს რეგიონში. ამ კონტექსტში აღსანიშნავია ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის დასრულება მომდევნო წლის დასაწყისში“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
0
0