
რუსეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა 2022 წელს, მისმა წილმა საქართველოს საგარეო ვაჭრობაში 16%-ს გადააჭარბა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ვოლვაჩმა ეკონომიკურ ფორუმზე - "რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები" გამოსვლისას განაცხადა.
„2023 წლის იანვარში განვაგრძობთ ვაჭრობის ფეთქებად ზრდას - თითქმის 70%-ით 2022 წელთან შედარებით. ექსპორტის 85%-იანი ზრდას, იმპორტის 40%-ით ზრდას. რუსეთის 71 რეგიონი ინარჩუნებს სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს საქართველოსთან, რაც არის საკმაოდ ბევრი. ვფიქრობ, რომ ასეთ რეგიონულ ეკონომიკურ თანამშრომლობაში მონაწილეთა [რაოდენობა] მუდმივად გაიზრდება. ცალკე აღვნიშნავ, რომ 2023 წლის იანვარ-თებერვლის საქართველოს სტატისტიკის მიხედვით, რუსეთი პირველ ადგილზეა საქართველოს ყველა სავაჭრო პარტნიორს შორის 16%-ზე მეტი წილით, რომელმაც ამ სტატისტიკით ტრადიციულ ლიდერს - თურქეთს გაუსწრო“ - ნათქვამია განცხადებაში.
მისი თქმით, 2022 წელს საქართველოში რუსული ექსპორტის სტრუქტურა მოიცავდა მინერალურ პროდუქტებს, ნავთობპროდუქტებს, გაზს, საკვებ პროდუქტებს, ქიმიურ პროდუქტებს, ლითონებს, მანქანა-დანადგარებს.
„წინა წლებთან შედარებით, ჩვენ ვხედავთ ძალიან სერიოზულ ეკონომიკურ დაახლოებას, რამაც შეიძლება შექმნას საფუძველი უფრო ფართო ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. აქ უკვე საკმაოდ მოსალოდნელი სწორი ნაბიჯები იდგმება“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
0
0