10/11/2022
12:53
პოლიტიკა
პარტიის თავმჯდომარეები მიდიან, მოდიან, ამაში არაფერია ტრაგიკული, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს სჭირდება ლეგიტიმაცია ამომრჩევლისგან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
"ამ პარტიას სჭირდება გადახალისება, თავმჯდომარეს, ვინც იქნება, სჭირდება ლეგიტიმაცია ამომრჩევლისგან და მეტიც, ეს პარტია უნდა დაუბრუნდეს ამომრჩეველს. ყველანაირი დაპირისპირება და გაუგებრობა ჩემთვის არის მიუღებელი. არჩევნები უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობად. არჩევნები უნდა გამოვიყენოთ გასაძლიერებლად და უნდა უზრუნველვყოთ ისეთ პარტიული სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს და დაამარცხებს რუს ოლიგარქს. პარტიის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების 80% ემხრობა თავმჯდომარის არჩევნებს და ცვლილებებს. ჩვენი საკრებულოს წევრების, მათ შორის დედაქალაქის და რაიონების, უმრავლესობა ემხრობა არჩევნებს. ამაში ტრაგიკული არაფერი არ არის"- თქვა მან“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
0
0