2012 წლის შემდეგ ფუნდამენტურად შეიცვალა ვითარება ქვეყანაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების კუთხით და საბოლო ჯამში ეს აისახება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ყველა ობიექტურ ინდექსში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, დემოკრატიული განვითარების, ეკონომიკური საკითხების, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო მოწინავეა რეგიონში.
„პრემიერმა როდესაც წარადგინა წლიური ანგარიში, საუბარი გვქონდა სხვადასხვა ინდექსებზე ყველა მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატიული განვითარება, ეკონომიკური საკითხები, კორუფციასთან ბრძოლა და ასე შემდეგ. ყველგან ჩვენი ქვეყანა არის მოწინავე რეგიონში და არა მარტო რეგიონში. ხშირ შემთხვევაში, ვუსწრებთ ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებს. ეს არის რეალური სურათი, რაც მოიტანა 2012 წლის დემოკრატიულმა გარდატეხამ. ფუნდამენტურად შეიცვალა ვითარება ქვეყანაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების კუთხით და საბოლო ჯამში ეს აისახება ყველა იმ ობიექტურ ინდექსში, რომელიც ქვეყნდება მაღალი კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0