
“20 ივნისს დადგინდა, რომ ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, 7-8 მარტის პროტესტი კი იყო მშვიდობიანი - ეს არის მიზეზი, რის გამოც ვაკრიტიკებ პოლიციისა და შსს-ს ამჟამინდელ ქმედებებს”, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ორი პროტესტი სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან.
„უდიდესი განსხვავებაა ამ ორ პროტესტს შორის. დღეს ეს პროტესტი მშვიდობიანი იყო. 20 ივნისს მომიტინგეები თავს ესხმოდნენ პარლამენტს, ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შესვლას და ეს იყო უბრალოდ დარღვევა. ისინი თავს ესხმოდნენ პოლიციასა და, სხვათა შორის, პოლიცია ამას მოთმინებით იტანდა 3-4 საათზე მეტი, მაგრამ როცა ამ ორ მიტინგზე ვსაუბრობთ, უბრალოდ ვერ შევადარებთ ერთმანეთს, სრულიად სხვადასხვა ამბავია. ამიტომ არის, რომ გამოძიებამ 20 ივნისთან დაკავშირებით დაადგინა, რომ იყო ინდივიდუალური ფაქტები, მაგრამ საერთო ჯამში, პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური და არ იყო ამასთან დაკავშირებით კითხვები. როცა ამ ორ პროტესტს ვადარებთ, მთავარია, რომ ისინი სრულიად განსხვავებულია ერთმანეთისგან. ეს არის მიზეზი, რის გამოც ვაკრიტიკებ პოლიციისა და შსს-ს ამჟამინდელ ქმედებებს, როგორც ისინი მოიქცნენ ამ სიტუაციაში“, - განაცხადა გახარიამ ინტერვიუში, რომლის ქართულ თარგმანსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
0
0