
საუდის არაბეთის სამხრეთ-დასავლეთში პილიგრიმების ავტობუსი ხიდს დაეჯახა. დაღუპულია სულ მცირე 20 ადამიანი. ამის შესახებ aljazeera იტყობინება.
მედიასაშუალების ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა რამადანის პირველ კვირას მოხდა.
ავარიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 20-ს მიაღწია, დაშავებულთა საერთო რაოდენობა კი დაახლოებით 29-ს შეადგენს“, - იტყობინება სახელმწიფო არხი Al Ekhbariya.
ალ-ჯაზირას ცნობით, დაღუპულები სხვადასხვა ქვეყნიდან არიან. ისინი მოსალოცად მიდიოდნენ.
ამასთან, როგორც ადგილობრივი გაზეთი იტყობინება, მძღოლმა სავარაუდოდ დამუხრუჭება ვერ შეძლო, ხიდს შეეჯახა, შემდეგ ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა.
„საუდის არაბეთის წმინდა ადგილების ირგვლივ მლოცველთა ტრანსპორტირება სახიფათოა, განსაკუთრებით ჰაჯის{მუსლიმთა პილიგრიმობა მექაში} დროს, გზები გადატვირთულია და საცობები იქმნება“, - წერს მედიასაშუალება.
0
0