აშშ-ის არიზონას შტატში, ქალაქ მარანაში, 37 წლის კრისტოფერ შოლტსმა 2 წლის ქალიშვილი გაცხელებულ მანქანაში სამი საათის განმავლობაში მძინარე დატოვა, სანამ ის ვიდეოთამაშ PlayStation-ს თამაშობდა. პარკერ შოლტსი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
შემთხვევა შოლტსის საცხოვრებელი სახლის წინ მოხდა. 911-ის ოპერატორმა ინციდენტის შესახებ შეტყობინება მიიღო. ექიმების განცხადებით, გოგონას სხეულის ტემპერატურამ 43 გრადუსამდე მიაღწია.
მარანას პოლიციამ შოლტსი მკვლელობის ბრალდებით დააკავა. შოლტესმა პოლიციას განუცხადა, რომ, როდესაც ბავშვი მანქანაში დატოვა, ძრავა და კონდიციონერი ჩართული იყო. მისი თქმით, მას ბავშვის გაღვიძება არ სურდა. პოლიციის ინფორმაციით, პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც კრისტოფერმა შვილი მანქანაში მარტო დატოვა. შოლტსის მეუღლემ და დანარჩენმა ორმა შვილმა დაადასტურა, რომ მამა მათ მანქანაში მარტო ხშირად ტოვებდა. სასამართლო ნაფიც მსაჯულთა განაჩენს ელოდება.
0
0