ინგლისის ქალაქ ვულვერჰემპტონში (დასავლეთ მიდლენდის საგრაფოში), არხში ორი წლის ბიჭი ჩავარდა და ის წყლიდან ამოყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა.
ვესტ მიდლენდის პოლიციის განცხადებით, მაშველებმა არხში ჩავარდნილი ბავშვი ღამით შენიშნეს. სასწრაფო დახმარების ექიმების მისვლამდე, მაშველები კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ბიჭისთვის კარდიოფილტვის რეანიმაციის ჩატარებას ცდილობდნენ. სამწუხაროდ, ბავშვი საავადმყოფოში გადაყვანამდე, ინციდენტის ადგილზევე გარდაცვლილად გამოცხადდა.
”ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რაიმე საეჭვო გარემოება არ იკვეთება. შესაძლოა ბავშვს [თბილის ამინდის გათვალისწინებით) არხში ბანაობა სურდა, თუმცა ინციდენტის თაობაზე გამომძიებელს მივმართეთ,“ - განაცხადა ვესტ მიდლენდის პოლიციამ.
გაერთიანებული სამეფოს მოხალისეთა ჯგუფების ასოციაცია „წყლის უსაფრთხოების ეროვნული ფორუმის“ თანახმად, 2023 წელს, დიდ ბრიტანეთში, წყალში დახრჩობის შედეგად, 236 ადამიანი დაიღუპა.
0
0