
აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინაში, პოლიციამ ქალი დააკავა, რომელმაც თავისი ორი მცირეწლოვანი გოგონა, 2 წლის თრინითი და მისი და ამორა, ცხელ მანქანაში დატოვა, თავად კი კაზინოში სათამაშოდ წავიდა. 31 წლის ლონის ბეტლის მკვლელობის მუხლით ბრალი წაუყენეს. ქალმა დანაშაული აღიარა.
The Independent-ის ინფორმაციით, მანქანა მხოლოდ ნაწილობრივ იყო გაჩერებული ჩრდილში, ხოლო გარე ტემპერატურა 35C-მდე აღწევდა. ბავშვები მანქანაში 6 საათის განმავლობაში იყვნენ დატოვებული. როდესაც ქალი დაბრუნდა, ბავშვები გონებადაკარგული დახვდა და ისინი სასწრაფო დახმარების განყოფილებაში წაიყვანა. თუმცა ბავშვები კლინიკაში გარდაცვლილად გამოაცხადეს. სამედიცინო დასკვნის თანახმად, მათი დაღუპვის მიზეზი ჰიპერთერმია გახდა.
ლონის ბეტლის სახელმწიფო გამოსასწორებელ დაწესებულებაში 8-დან 10 წელიწად-ნახევრამდე პატიმრობა მიესაჯა.
0
0