03/03/2023
23:23
მსოფლიო
მეორე დღეა დაპირისპირება გრძელდება სამხრეთ კოლუმბიის პროვინცია კაკეტაში ნავთობკომპანია Emerald Energy-ის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 79 პოლიციელი მძევლად აიყვანეს.
ხუთშაბათს ადგილობრივმა მოსახლეობამ გადაკეტა სოფელი და ნავთობკომპანიის მენეჯმენტისგან ახალი გზის მშენებლობაში დახმარება მოითხოვა.
პოლიციის გარდა მძევლად აიყვანეს ნავთობკომპანიის ცხრა თანამშრომელიც.
შეტაკების შედეგად დაიღუპა ერთი პოლიციელი და ერთი ადგილობრივი.
კოლუმბიის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ მომიტინგეებს მოუწოდა, გაათავისუფლონ მძევლები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, სანამ ესკალაცია არ მოხდება.
ადგილობრივები რამდენიმე წელია ხელისუფლებას საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას სთხოვენ.
ნავთობკომპანიამ ვითარებაზე კომენტარისგან თავი შეიკავა. ჯერჯერობით უცნობია, შედგა თუ არა მოლაპარაკება ხელმძღვანელობასა და მოსახლეობას შორის.
0
0