10/04/2024
09:51
სოც-ქსელები
ქალზე ძალადობის ბრალდებით კომპანია "იქს 2"-ის დირექტორი ვალერიან კირკიტაძე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ცნობით კირკიტაძის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) მუხლით მიმდინარეობს.
ყველაფერი 8 აპრილს დაიწყო, როცა სოფია მეფარიშვილმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მას სამშენებლო კომპანის დირექტორი და მთავარი მეწილე ვალერიან კირკიტაძე ფიზიკურად უსწორდება.როგორ მეფარიშვილი ამბობდა, შარტავას ქუჩზე, კომპანია "იქს ორის" აშენებულ კორპუსში სიკვდილს სასწაულით გადაურჩა, დედასთან ერთად იყო, როცა ლიფტი მაღალი სართულიდან მოწყდა და მესამე სართულზე აღმოჩნდნენ, მათი გამოყვანა კი სამაშველო სამსახურებმა შეძლო. როგორც ირკვევა სწორედ ამის გასარკვევად მივიდა ოფისში, რასაც ინციდენტი მოჰყვა.
"ვალერიანი ყველამ გაიცანით ლიფტის მოწესრიგებას ვთხოვდი, დედა ჩამაკვდა მანდ ლამის ხელებში და ასე მიპასუხა ამ არარაობამ !!!!!! ლიფტი ჩამოვარდა და ნახევარ საათში მუშაობა გააგრძელა ლიფტმა მანდ ადრე ერთი ადამიანია დაღუპული და ეს იყო ამის პასუხი !!!! ციხის გისოსები უნდა ვაწმენდინო" - წერს სოციალურ ქსელში სოფია მეფარიშვილი.
“ინციდენტზე” გუშინ განცხადება გაავრცელა კომპანიამაც.
0
0