01/12/2023
22:15
მსოფლიო
18 თვის ბიჭის დედა და მისი ყოფილი დამნაშავედ ცნეს მკვლელობაში. როგორც აღმოჩნდა, ბავშვს 70 ჭრილობა მიაყენეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, პატარა ალფი ფილიპსის სხეულში კოკაინის კვალიც აღმოჩნდა. ბავშვს ჰქონდა სისხლჩაქცევები, ასევე მოტეხილი ნეკნები. წყვილს ამის გამო სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
გარდაცვლილი ბავშვი 2020 წლის 28 ნოემბერს, დილით აღმოაჩინეს.
”ისინი ორივე შეთანხმდნენ, რომ ალფის დასამშვიდებლად ერთგვარი აგრესიული, ძალადობრივი დისციპლინა უნდა გამოეყენებინათ იმ ღამით, რამაც გამოიწვია ბავშვის სიკვდილი“,- აღნიშნა პროკურორმა.
სასამართლო პროცესზე ორივე ბრალდებულმა უარყო ალფისთვის განზრახ ზიანის მიყენება. როგორც აღმოჩნდა, ბავშვს იქამდეც ჰქონდა დაზიანებები მიყენებული. ერთ-ერთი იყო თვალის ქვეშ ჭრილობა, რაც მამამ გასაღებით თამაშს დააბრალა, ხოლო მეორე თითების დაზიანება. კაცმა თქვა, რომ ბავშვს მაშინ თითები ძაღლის სახლის კარში მოჰყვა.
0
0