სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული 24 წლის ახალგაზრდა 17 წელს ციხეში გაატარებს. მეორე ფიგურანტის განაჩენი ჯერ არ დამდგარა. საქმე ეხება კახეთში ერთი წლის წინ მომხდარ გახმაურებულ მკვლელობას.
„კურიერმა“ დღეს ის აღიარებითი ჩვენება მოიპოვა, რომელიც ერთ-ერთმა ბრალდებულმა გამოძიებას მისცა. მანვე აჩვენა სამართალდამცველებს ის ადგილი, სადაც მოკლული ჩააბეტონეს. დანაშაულში ბრალდებულები 24 და 27 წლის ახალგაზრდები არიან.
ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი სოფელ ველისციხეში, მკვლელობიდან ოთხი თვის შემდეგ იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, გიორგი მირზაშვილს ლითონის საგნით ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ გაგუდეს, ცხედარი ჭაში ჩააგდეს, ქვები დააყარეს და ჩააბეტონეს. საზარელ დანაშაულში ბრალდებული ორი პირიდან ერთ-ერთს, გიორგი სულხანიშვილს თელავის რაიონულმა სასამართლომ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
„კურიერმა" მოიპოვა ბრალდებულის ჩვენება, სადაც ის მკვლელობის მოტივთან ერთად დეტალურად აღწერს, თუ როგორ გადამალეს მოკლული დანაშაულის ადგილიდან.
0
0