26/05/2023
09:53
პოლიტიკა
“ევროკავშირი 17 ან 25 ოქტომბერს გაფართოების პაკეტს წარადგენს. ამ დღეს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას”, - ამის შესახებ ინფორმაციას "ფონდი ღია საზოგადოება" ავრცელებს, რომლის წარმომადგენელი, ივანე ჩხიკვაძე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა.
ევროპელი დეპუტატები, მადლობას უხდიან ქართულ არასამთავრობო სექტორს ევროპული მისწრაფებებისა და იმ სამუშაოსთვის, რომელსაც ისინი დასავლეთთან დაახლოებისთვის ატარებენ.
"ევროკომისია გაფართოების პაკეტს 17 ან 25 ოქტომბერს წარადგენს. სწორედ ამ დღეს გავიგებთ, მოუწოდებს თუ არა კომისია ევროპის საბჭოს გასცეს რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე" - წერს ივანე ჩხიკვაძე Twitter-ზე
0
0