
15 წლის გოგონას მოტაცებაში ბრალდებულ 4 პირს სასამართლომ გირაო შეუფარდა. 4 დაკავებულს შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია.
ბრალდებულების ადვოკატის, დიმიტრი ნაცვლიშვილის განცხადებით, არასრულწლოვანს 3 ათას ლარიანი, ერთ სრულწლოვანს 25 ათას ლარიანი, ორს კი 15-15 ათას ლარიანი გირაო დაეკისრათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ 15 წლის გოგოს საკუთარ ბიძაშვილზე ქორწინებას აიძულებდნენ. მოზარდი ფონიჭალის დასახლებაში, ნათესავის ქორწილში იმყოფებოდა, საიდანაც სიძემ, სიძის ძმამ და კიდევ ორმა მეგობარმა მოიტაცა.
ბრალდებულების ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება გირაოსთან დაკავშირებით არის მართებული, ვინაიდან ბრალდებულები თანამშრომლობენ გამოძიებასთან და არ არსებობს მიმალვის საფრთხე. ბრალდების მხარე კი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
0
0
მუხრანში მკვლელობა მოხდა
24/01/2026