
აჭარაში 40 წლის მამაკაცი მძიმე ბრალდებით არის დაკავებული. გამოძიება ახლა სწავლობს საქმეს, რომელიც 15 წლის მოზარდის მიმართ სექსუალური შევიწროების მუხლით არის აღძრული.
გოგონა, რომელიც ბიძას ძალადობაში ადანაშაულებს, მომხდარის გასაჯაროების შემდეგ ჯერ დეიდის მხრიდან გახდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, ახლა კი წყაროს ცნობით მშობლები მას პოლიციისთვის მიცემული ჩვენების უარყოფას თხოვენ.
არასრულწლოვანის დედა მომხდარზე კამერებთან არ საუბობს და მედიას სასამართლოში ჩივილით ემუქრება.
"გოგო ცემის შემდეგ, გაიქცა სახლიდან და პოლიციაში უჩივლა. ვიდრე პოლიცია რეაგირებას მოახდენდა, 15 წლის გოგომ მომხდარის შესახებ შეყვარებულსაც უამბო, ამ უკანასკნელმა კი სექსუალურად მოძალადე კაცთან გასაუბრება სცადა, რაც გოგოს შეყვარებულის დაჭრით დასრულდა. მოგვიანებით, ცოლ-ქმარი პოლიციამ დააკავა, თუმცა ქალი გირაოს სანაცვლოდ მალევე გაათავისუფლეს", - უთხრა გამოცემას წყარომ.
წყაროს ცნობით, ამჟამად არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიური ძალადობა მიმდინარეობს და ბრალდებულის ოჯახის წევრები მას გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების შეცვლას აიძულებენ. წყაროს ინფორმაციით, 15 წლის გოგოს დედა ემიგრაციაშია, შვილი კი დასთან ჰყავს დატოვებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას გულისხმობს.
გამოძიება არასრულწლოვანის დეიდის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
0
0