03/02/2022
23:17
საზოგადოება
ანგარიშის მიხედვით, ამავე პერიოდში ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 8 401 ვაქცინირებულ პირს, არავაქცინირებულთაგან კი სამედიცინო დაწესებულებაში 130 648 ადამიანი განთავსდა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დასკვნით, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 90,56 პროცენტით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს. რეანიმაციაში განთავსებისა და კრიტიკული მოვლის საჭიროება კი, აუცრელ პირებთან შედარებით, 94.1 პროცენტით ნაკლებია.
ანგარიშის მიხედვით, იმუნიზაციის შემდგომ პერიოდში რეგისტრირებულია ლეტალობის შვიდი შემთხვევა. შესწავლის შედეგად დადგენილია, რომ შვიდიდან ხუთ შემთხვევაში გარდაცვალება ვაქცინაციას არ უკავშირდება. ლეტალობის ერთი შემთხვევა ჯერ განხილვის ეტაპზეა, კიდევ ერთი კი სპეციალურ კომიტეტში დოკუმენტაციის წარდგენამდე შეჩერებულია.
ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის 15 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში ჯამურად 2 514 871 აცრაა ჩატარებული. მათგან იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული რეაქცია 1 929 შემთხვევაში აღირიცხა, სერიოზულად კი 206 შემთხვევაა მიჩნეული. აქედან 177 პაციენტს გადაუდებელი დახმარება გაეწია.
ამასთან, ანგარიშის მიხედვით, „კოვიდ-19“-ის პანდემიის დაწყებიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე საქართველოში 10 687 ორსული დაინფიცირდა. ამავე პერიოდში ექიმების მხრიდან ანტენატალურ მეთვალყურეობაზე იყო 129 341 ორსული, 2020 წელს 66 359, 2021 წელს – 62 982.
ორსულებში დადასტურებულ შემთხვევათა შორის ყველაზე მაღალი წილი 25-29 ასაკობრივ ჯგუფზე მოდის. ორსულის საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით დადასტურებული შემთხვევების წილი მაღალია თბილისში, იმერეთსა და აჭარაში.
2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, კორონავირუსით ჯამში 159 977 ბავშვი და მოზარდი დაინფიცირდა, რაც დადასტურებული შემთხვევების 17.1 პროცენტს შეადგენს. ბავშვებსა და მოზარდებში ტესტირებით დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევების 49 პროცენტი დაფიქსირდა გოგონებში, ხოლო 51 პროცენტი ბიჭებში.
ამასთან, 2021 წლის 14 დეკემბრიდან მიმდინარე წლის 23 იანვრის პერიოდში აღრიცხული 1 532 შემთხვევიდან, რომლებშიც „ომიკრონ“ შტამი ლაბორატორიულად დადასტურდა, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 38 პაციენტს, სამ შემთხვევაში დადგა ლეტალური შედეგი.
0
0