
ორიგინალი ბირკინის ჩანთა Sotheby's -ის აუქციონზე 7 მილიონ ევროდ (გადასახადების ჩათვლით 8,6 მილიონ ევროდ) გაიყიდა.
ორიგინალი Birkin, ჩანთა, რომელიც 1984 წელს ჯეინ ბირკინისთვის შეიქმნა, დღეს, 10 ივლისს, Sotheby's -ის პრესტიჟულ აუქციონზე გასაყიდად გამოჩნდა და როგორც მოსალოდნელი იყო, რეკორდი მოხსნა.
ორიგინალი ბირკინი 8,6 მილიონ ევროდ (10,1 მილიონ დოლარად) იაპონელმა კოლექციონერმა შეიძინა.
ჩანთის ისტორია 1984 წელს იწყება, როდესაც ლონდონში მიმავალი ჯეინ ბირკინი თვითმფრინავში “თავაზიანი ჯენტლმენის” გვერდით მოხვდა. ჯეინმა ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა: “თან ქაღალდებით და ყველაფრით სავსე ჩანთა მქონდა. ყველაფერი ძირს დამიცვივდა, ავკრიფე და ჯენტლმენს მივუგე: “რა ვქნა, Hermès მას სათავსოებით არ უშვებს,” რაზეც მამაკაცმა მომიგო: “მე ვარ Hermès".
მამაკაცი, რომელიც ჯეინის გვერდით იჯდა და რომელსაც ბირკინმა ჩანთაზე შესჩივლა, Hermès-ის დამფუძნებლის, ტიერი ერმესის შვილთაშვილი - ჟან-ლუი დიუმა გახლდათ, რომელიც 2010 წლამდე, Hermès -ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
ჯეინმა გაიხსენა: “ვუთხარი, “იქნებ შექმნათ ჩანთა, რომელიც “Kelly”-ზე ცოტათი დიდი იქნება, მაგრამ იმდენად დიდი არა, როგორიც ჩემი ჩემოდანია, რომელიც ტონას იწონის?” პატარა ესკიზი დავხატე, რომელიც თან წაიღო. ერთი თვის შემდეგ კი, Hermès-ისგან ზარი მივიღე, მთხოვეს ჩანთა მენახა.”
ასე შეიქმნა მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი და ძვირადღირებული ჩანთა - Birkin, რომელიც დღეს მოდის, ხარისხის, სტილისა და ფუფუნების სიმბოლოა.
0
0