29/12/2023
11:02
მსოფლიო
ფლორიდაში, საშობაო საჩუქრების გამო, ძმებს შორის დაწყებული ჩხუბი ტრაგედიით დასრულდა. ჩხუბის შემდეგ 14 წლის ბიჭმა 23 წლის დას ესროლა. შემთხვევა, ტამპას მახლობლად მდებარე ქალაქში მოხდა.
საჩუქრისთვის კამათი საყიდლებზე ყოფნის დროს დაიწყო და ბებიის სახლში გაგრძელდა, სადაც 14 წლის ბიჭმა ძმას იარაღი დაუმიზმა. ოჯახის წევრებმა მოზარდის გარიდება მოახერხეს, რის შემდეგაც გაბრაზებული ბიჭი იმ ბაღში გავიდა, სადაც მისი უფროსი და შვილთან ერთად იმყოფებოდა და მოკვლით დაემუქრა.
დას მუქარა სერიოზულად არ მიუღია და სთხოვდა იარაღი დაედო. მოზარდმა კი დას მკერდის არეში ესროლა და მოკლა. საშინელი ტრაგედია ამით არ დასრულებულა. უფროსმა ძმამ დის მკვლელს ესროლა და დაჭრა. ბრალდებული ახლა უგონო მდგომარეობაშია.
ცნობისთვის, ძმები წარსულში ნასამართლევი იყვნენ,- წერს უცხოური მედია
0
0