14/07/2023
12:00
სამართალი
ბათუმში, 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამას საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლომ პროცესი დახურა.
ცნობისთვის, ორი დღის წინ ბათუმში, 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს.
ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
შვილზე სექსუალური ძალადობის დამტკიცების შემთხვევაში მშობელს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ეს მამისთვის უკვე მეოთხე სასჯელი იქნება, რადგან მამაკაცი სამჯერ უკვე არის ნასამართლევი და საპატიმროც ბოლოს რამდენიმე თვის წინ დატოვა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდმა მამის მხრიდან ძალადობის შესახებ თანაკლასელს უამბო. სამართალდამცველებსაც პირველმა ინფორმაცია გოგონას მეგობარმა მიაწოდა. არასრულწლოვანმა ჩვენებაშიც იგივე გაიმეორა, რაც კლასელს უთხრა. სექსუალური ძალადობის ისტორიამ სამეზობლო შეძრა, თუმცა ამბის დაჯერება მათაც უჭირთ.
მოზარდი გოგონას დედა ცალკე ცხოვრობს. არსებული ინფორმაციით მას შვილთანაც მინიმალური კონტაქტი ჰქონდა. არასრულწლოვანის რთულ და პრობლემურ საყოფაცხოვრებო პირობებზე იცოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. გოგონასთან გარკვეული პერიოდის განმავლობაში სოციალური სამსახურის თანამშრომლები მუშაობდნენ და თავშესაფარშიც ამჯერად მათ გადაიყვანეს.
0
0