
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 11 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), გამსახურდიას გამზირის, ყაზბეგის გამზირის( ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის, საირმის გორას, ბუდაპეშტის, ტაშკენტის, გურამ ფანჯიკიძის, ოთარ ჭილაძის, ჯანო ბაგრატიონის, მიცკევიჩის, ქართველიშვილის და ამბროლაურის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, გაბაშვილის, საბურთალოს, გივი კარტოზიას, მიხეილ თამარაშვილის, მიხეილ ასათიანის, სულხან ცინცაძის, ანტონოვსკაიას, საირმის, უნივერსიტეტის, ბუდაპეშტის, გიო ხუციშვილის, შევარდენიძის და შავგულიძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 მაისიდან
08/05/2026