
ისინი ელოდნენ, რომ ქვეყანას ექნებოდა ეკონომიკური ჩავარდნა მითუმეტეს პანდემიის ეკონომიკური დეპრესიის შემდეგ. ისინი ასევე ელოდნენ, რომ საქართველოს მხარდაჭერა იმიჯთან ერთად როგორმე დასუსტდებოდა, ამაში იხდიდნენ მილიონებს, რომ ჩვენი ქვეყანა გაეშავებინათ. თუმცა გასული წლის დეკემბერში მათ მთელი ეს გეგმა ჩამოეშალათ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას„ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ „ლობისტებმა და პატრონებმა“ ეს დაინახეს და ამიტომ, ახლა მათ ახალი სამოქმედო ინსტრუქცია მისცეს.
„რაზეც ოპოზიცია აფუძნებდა თავის ყველა მოქმედებას და რაზეც ჰქონდა მთელი საბრძოლო ტაქტიკა აგებული, ის მათ რეალურად დაკარგეს. თვალწინ ჩამოეშალათ და გაუცამტვერდათ ის, რისი იმედიც ჰქონდათ - საქართველოს ევროპული მომავლის დაბლოკვა, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი ვერ მიეღო და ამაზე აეგოთ არეულობა და დესტაბილიზაცია, ხოლო შემდეგ არეულ სიტუაციაში ეცადათ არჩევნების გვერდს ავლით სხვადასხვა მეთოდებით სახელისუფლებო გავლენების აღება. ისინი ელოდნენ, რომ ქვეყანას ექნებოდა ეკონომიკური ჩავარდა მითუმეტეს პანდემიის ეკონომიკური დეპრესიის შემდეგ. ისინი ასევე ელოდნენ, რომ საქართველოს მხარდაჭერა იმიჯთან ერთად როგორმე დასუსტდებოდა, ამაში იხდიდნენ მილიონებს, რომ ჩვენი ქვეყანა გაეშავებინათ. ამ ყველაფრის იმედი ჰქონდათ, თუმცა გასული წლის დეკემბერში მათ მთელი ეს გეგმა ჩამოეშალათ და ახლა გეგმის გარეშე დარჩნენ. ეს დაინახეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტებმა, მათმა დამცველებმა და პატრონებმა და უკვე რეალურად ჩანს, რომ გადააზრება მოხდა ამ ტაქტიკის რასაც მიმართავდა რადიკალურ ოპოზიცია. 10 არჩევნები წააგეს და მხოლოდ 10 არჩევნების წაგების შემდეგ მიხვდნენ, რომ ასე საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლით, დეზინფორმაციით, ცილისწამებით ხელისუფლების მიმართ ისინი ვერცერთ არჩევნებს ვერც მომავალში მოიგებდნენ. ამიტომ აქვთ ახალი ინსტრუქცია, „ნაციონალური მოძრაობა“ მაქსიმალურად უნდა დააკონსერვონ, ჩაწიონ ქვემოთ, კვლევებითაც მიუთითეს „ნაციონალური მოძრაობას“, რომ თქვენი პროცენტი არის 15-სა და 18%-ს შორის და აქ იმოძრავებთო. სამაგიეროდ დაიწყეს გადალაგება შემორჩენილი რესურსის ახალ პოლიტიკურ ბანაკში, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მემკვიდრეა და რომელიც ცდილობს რომ გახდეს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ უფრო „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განცხადებები, საბოტაჟით, ევრორეკომენდაციების შესრულები პროცესებში არ ჩართვით. ამით აიხსნება, რომ საპარლამენტო განხილვების დროს მიხეილ სააკაშვილზეც კი აღარ საუბრობენ, იმიტომ რომ იციან, რომ ვინც ამ ყველაფერთან პირდაპირ იქნება ასოცირებული, იციან რომ არჩევნებში წაგებისთვის განწირულები არიან. თუმცა ასეთი თვალთმაქცი რადიკალური ოპოზიცია მაინც განწირულია მარცხისთვის. საქმით იგებ არჩევნებს და არა პოპულისტური დაპირებებით. დიდ შეცდომაში შედის რადიკალური ოპოზიცია, როცა ჰგონია, რომ საზოგადოებას მოკლე მეხსიერება აქვს. ჩვენ გვინდა, რომ პროფესიონალური, კომპეტენტური ოპოზიცია გვყავდეს და ამიტომ დავწიეთ ბარიერი, მივეცით ბერკეტები პარლამენტში, ამიტომ მივეცით პარტიებს დაფინანსება და წვდომა მედიებზე, მაგრამ მაშინაც იყვნენ „ნაცმოძრაობის“ შანტაჟის ქვეშ და ახლაც იქ არიან, როდესაც ეთანხმებიან მოწოდებას, რომ დაივიწყონ თავიანთი პარტიული პლატფორმები, რაღაც ერთიან პოლიტიკურ გაურკვეველ გაერთიანებად ჩამოყალიბდნენ და ასე შეებრძოლონ ხელისუფლებას. ვინც ამას დაეთანხმა ის კიდევ უფრო მეტი გაუგებრობისთვისაა განწირული, რადგან ეს წასულისკენ გადადგმული ნაბიჯია, ეს სერია უკვე ნანახი აქვს საზოგადოებას. ეს არის ევროპული პოლიტიკის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რადგან ჩვენმა ხელისუფლებამ პარტნიორების მხარდაჭერით ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ხალხს ჰქონოდა არჩევანი, რომ შეერჩიათ ისეთი პოლიტიკური პარტია, რომელიც მისაღებია მათთვის, მაგრამ როდესაც ამ ჩამოყალიბების პროცესში მრავალპარტიული პარლამენტი გაქვს, მათ საბიუჯეტო სახსრებიც აქვთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის ვემზადებით, და მაინც მიილტვიან, რომ ერთ გაერთიანებად ჩამოყალიბდნენ და არც სახელი ჰქონდეთ, არც პარტიული იდეოლოგია და ხალხმაც ვერ გაარჩიოს, ეს არის ნაბიჯი ანტიევროპული პოლიტიკისკენ“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
0
0