უნდა გაკეთდეს 1 დიდი ნაცური კოალიცია, რომელსაც ჰქვია “1-იანობა” და არჩევნებზე გამოდის ვაშაძის N 1-ით. ამის შესახებ "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს.
მისი აზრით, ამ 1-იანობაში, უნდა იყოს 1 დროს "ნაცებში" ნამყოფი და დღემდე იგივე "დუხზე" მყოფი ყველა პოლიტიკოსი.
ხვიჩიას აზრით, 1-იანობიდან "საჯაროდ უნდა გააჯ@€|£ონ ყველას, ვინც უარყოფს პარტიულობას და 1-იანობას, ვინც უპარტიოობით და დამოუკიდებლობით დაიწყებს მარიაჟობას".
"ამ ხალხის მთავარი პოლიტიკური მიზანი უნდა იყოს, ბიძინას გაშვება და მიშას გამოყვანა ციხიდან.
დანარჩენი, მაინც, შანსი არაა, რამეზე შეთანხმდნენ. ამიტომ, უნდა შეთანხმდნენ იმაზე, რომ მიშასთან ერთად შეთანხმდებიან: რა უნდათ გააკეთონ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ?
მიშა უნდა ეცადოს, რომ ამ 1-იან სიაში 20%-ზე მეტი არ იყოს ქოცების შეგზავნილი. 10% აჯობებდა, მაგრამ მაგის შანსი არ არსებობს.
1-იანობის მიღმა ნაცების დარჩენა უნდა შეფასდეს “ერესად”, სრული 1-იანობით მოხდეს მათი დაგმობა და შეირაცხოს ღალატად.
1-იანობის წევრებს შეეძლებათ თქვან, რომ “რა დროს ნაცებია, ხალხო, ქვეყანა იღუპება და ახლა 1-იანობის დროა”-ო.
იგივე უნდა მოუწოდონ ლელოს, შესთავაზონ რა 1-იანი სიის 10%, 10 მილოონის სანაცვლოდ (ვალუტაზეც დამატებით შეთანხმდებიან).
“გწმპ”-ს ადგილიც 1-იანობაშია. ამისთვის კეზერა ჩერგოს უნდა შეურიგდეს 1-იანობის ხათრით და შეუთანხმდეს, რომ პარლამენტში გიგას, გიგის და კაკოს შეიყვანს, ხოლო ჩერგომ პოლიტიკური კრიტიკოსის როლი უნდა მოირგოს - პარტია შიგნიდან გააჯანსაღოს და დაუტევოს საჯარო პოლიტიკოსის როლი, რაც, რბილად რომ ვთქვათ, 1-იანობისთვისაც უკეთესია.
ჩერგოს კიდევ ერთხელ მოუწევს თავის საჯარო პოლიტიკურ ამბიციებზე უარის თქმა, გიგას გამო, მაგრამ განა სულ ასე არ იყო?
განა ქალი პოლიტიკოსები არ იჩაგრებიან საქართველოში?
ასეთ 1-იანობაში უკვე გახარიას მოპატიჟებაც შეიძლება, თუ უმადურობას საჯაროდ დაგმობს და 1-გულებას შეჰფიცებს 1-იანობას. თუ არ უნდა - იყოს თავისთვის, მაინც არაა სანდო.
ამის შემდეგ ბიულეტენი გახდება რეალური და პოლიტიკური ლანდშაფტის შესაბამისი.
1 - იანობა
36 - გირჩი
41 - ქოცები
ე.წ. ბელორუსიზაციის მომხრეები ქოცებმა 1-იანად უნდა შემოირიგონ და შეიყვანონ “ხალხის ძალის” კვოტით საკუთარ სიაში, წარსულსა და აწმყოში წარმატებული თანამშრომლობის და 1 გულების ხათრით" - წერს იაგო ხვიჩია.
0
0