
დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ეხმაურება იმის თაობაზე, რომ „უკრაინის თავდაცვა რუსული აგრესიისგან ახალ პერსპექტივებს გაუხსნის საქართველოს, ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს".
როგორც დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ საქართველოს მომავალი უკრაინაში არ წყდება.
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ძლიერ ეკონომიკაზე გადის და არა ომზე, როგორც ეს ზელენსკის წარმოუდგენია. გარკვეული პაუზის შემდეგ უკრაინის მაღალჩინოსნებმა საქართველოსთვის მოიცალეს, ზელენსკის განცხადებით „უკრაინის თავდაცვა რუსული აგრესიისგან ახალ პერსპექტივებს გაუხსნის საქართველოს, ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს". ხაზგასმით ვამბობ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გასაღები არა უკრაინაში, არამედ საქართველოშია. ყველამ გაითავისოს, რომ საქართველოს მომავალი უკრაინაში არ წყდება. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს რადას დეპუტატი გონჩარენკო, რომელიც ამტკიცებს, რომ ქართული ოცნების წევრები, სტრასბურგი იმყოფებიან მაგრამ ხმას არ აძლევენ რეზოლუციას რუსეთის წინააღმდეგ. რეალობა საპირისპიროს გვიჩვენებს, დასახელებული ადამიანების დიდი ნაწილი თბილისში იმყოფება, დელეგაციის „ხელმძღვანელი" კი ვარშავაში იმყოფება. ყველაზე მტკივნეული ტვ პირველის პოზიციაა, რომელიც ნებსით თუ უნებლიედ ვნებს საკუთარ ქვეყანას და სიცრუის ტირაჟირებას ახდენს“, - წერს დავით ჩიხელიძე.
0
0