21/05/2023
21:27
სამართალი
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ კახეთში, „ყვარლის ტბის“ მიმდებარედ, აქციაზე დაკავებული 17-ვე პირი გაათავისუფლა.
საქმის განხილვა გრძელდება, მორიგი პროცესი 19 ივნისს, 13:00 საათზე გაიმართება.
ამას გარდა, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 20 მაისს საგარეჯოს პოლიციასთან დაკავებული ლაშა ფარულავასა და გიორგი ლომიძის საქმეებს განიხილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ისინიც გათავისუფლდენ. მათ საქმეზე მორიგი პროცესი 30 ივნისს ჩაინიშნა.
ცნობისთვის, „ყვარლის ტბასთან“ 20 მაისს აქცია გაიმართა. კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა და სამოქალაქო აქტივისტებმა გააპროტესტეს 19 მაისს გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სასტუმროში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილის მაზლის, მიკა ვინოკუროვის საქორწილო წვეულება იგეგმებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე სამართალდამცველებმა 20-მდე ადამიანი დააკავეს.
0
0