22/05/2023
09:00
პოლიტიკა
საქართველოს ხელისუფლებამ საბოლოოდ მოიჭრა თავი, ევროპასთან ასოცირების ნაცვლად, რუსეთთან და პუტინთან ასოცირებას გვთავაზობს - ამის შესახებ პროფესორმა, ლევან ბერძენიშვილმა ეთერში განაცხადა.
„საერთოდ უნდა ვთქვათ, რომ ხელისუფლებამ თავი შეირცხვინა იმიტომ, რომ საქართველოს ბედს ახლა არ წყვეტენ საქართველოში, გადაწყვეტილება მიიღო პუტინმა, მან თქვა, რომ ასე ინება და საქართველოს ხელისუფლებას არ აღმოაჩენდა არანაირი არგუმენტი გარდა იმისა, რომ პუტინისთვის ეთქვა მადლობა, თითქოს დაავიწყდათ ვინ არის პუტინი, რა არის რუსეთი, რა რის ოკუპაცია და ა. შ...
საქართველოს ხელისუფლებამ საბოლოოდ მოიჭრა თავი. თუ კი ვინმეს რაიმე ილუზია ჰქონდა, რომ შეიძლება რაღაც შეცდომა იყო, ან რაღაც გაუგებრობა იყო, სრულიად ნათლად გამოიკვეთა, რომ ევროპასთან ასოცირების ნაცვლად საქართველოს ხელისუფლება გვთავაზობს რუსეთთან და პუტინთან ასოცირებას. პირველი რეისით ჩამოიყვანეს რუსეთის აგენტები ქართველები, რომელთა მოღვაწეობა რუსეთის სასარგებლოდ არანაირ ეჭვს არ იწვევს და ამ ხალხმა განგვიცხადა, რომ საქართველო არის პუტინის მადლიერი“,- აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.
0
0