21/07/2023
12:26
საზოგადოება
Coca-cola Bottlers Georgia-ს დამფუძნებლის თემურ ჭყონიას განცხადებით, ხალხს ის კი არ უნდა აინტერესებდეთ მან რა იშოვა, არამედ ის, თუ რა შეაქვს სახელმწიფო ბიუჯეტში. ამის შესახებ ბიზნესმენმა BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა, რითიც პარლამენტარ ალუდა ღუდუშაურის შეფასებას გამოეხმაურა, იმის შესახებ, რომ თემურ ჭყონიას ცივი კოკა-კოლას შეხვედრებზე გასაგრილებლად ჩააქვს.
ბიზნესმენი აცხადებს, რომ მისი კომპანიების შენატანები ბიუჯეტში საუკეთესო პასუხია ასეთ განცხადებებზე. მისივე თქმით, პასუხია ისიც, რომ ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკას ქმნის.
„McDonald's Georgia-ს და Coca-cola Bottlers Georgia-ს კომპანიების განვითარების პოტენციალი განუსაზღვრელია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი იძახის, რომ მე ცივი კოკა-კოლა უნდა ჩავიტანო სადღაც... ამას ყურადღებას არ ვაქცევ, ცოტა დაბალი დონის შეფასებაა, მაგრამ რეალობა სხვაა...
ხალხს ის კი არ უნდა აინტერესებდეს, მე რა ვიშოვე, არამედ ის - რა შევიტანე ბიუჯეტში. ორივე კომპანიას შენატანი მიმდინარე წელს სახელმწიფო ბიუჯეტში ყველაზე მინიმუმ 130 მლნ ლარი იქნება.
ეს საუკეთესო პასუხია იმაზე, რომ ჩვენ ცივ კოკა-კოლას არ ვატარებთ, ჩვენ საქართველოს ეკონომიკას ვქმნით თავისი ახალგაზრდების დასაქმებით, პოტენციალის ამაღლებით, დამაგრებით, განვითარებით და ა.შ.“, - განაცხადა ბიზნესმენმა.
წყარო: BM.GE
0
0