24/01/2023
22:52
პოლიტიკა
.jpg )
„ვივამედის“ მფლობელი არის რუსეთის მოქალაქე, პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი“, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ ხვალ კლინიკის დირექტორს თეიმურაზ მახმუდოვს შეხვდება.
„კლინიკა „ვივამედს“ ჰყავს დირექტორი ბატონი თეიმურაზ მახმუდოვი და ხვალ ვნახავ ბატონ მახმუდოვს, მე სხვა დირექტორი არ ვიცი. საჯარო რეესტრში დირექტორად დაფიქსირებულია ბატონი თეიმურაზ მახმუდოვი ან დავუკავშირდები მოსკოვში კლინიკა „ვივამედის მფლობელს, რუსეთის მოქალაქეს ალი აჯი ოღლი ტანრი ვერდიევს, რომელიც არის პუტინთან დაახლოებული პიროვნება და მასთან გავარკვევ ამ საკითხებს.
ის არის სუპერმარკეტების ქსელის მფლობელი რუსეთში, პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი და გარდა ამისა, ამ ადამიანმა სააკაშვილი სანამ გადაიყვანა კლინიკა „ვივამედში“, მანამდე შეიძინა ერთი კვირით ადრე, უზარმაზარ დავალიანებაში მყოფი კლინიკა „ვივამედი“.
სასამართლო პროცესზე ბევრი რამ გვაქვს სათქმელი. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, ეს ადამიანი, მოღვაწეობს რუსეთში, ჩვენი ინფორმაციით, არის პუტინთან ძალიან დაახლოებული ადამიანი და გახლავთ ამ კლინიკის მეპატრონე. დირექტორი არის თეიმურაზ მახმუდოვი“, - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე “ფორმულასთან” ინტერვიუში.
0
0