27/11/2022
10:55
პოლიტიკა
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილი საჯარო პოლიტიკაში ჩართული არ არის და პოლიტიკა არ აინტერესებს.
მისივე თქმით, მერაბიშვილს სურს ოპოზიცია იყოს ძლიერი და ამის უფლება “მისთვის არავის ჩამოურთმევია”.
„იმ პარტიაში, სადაც მე ვიქნები თავმჯდომარე, შესაძლოა ვინმემ არაფორმალური გავლენები მოიპოვოს? ეგ არის გამორიცხული, მე არ ვაპირებ სათამაშო ვიყო“, - აცხადებს ხაბეიშვილი.
„ვანო მერაბიშვილი არ არის საჯარო პოლიტიკაში ჩართული, არ აინტერესებს საჯარო პოლიტიკა, ეს შემიძლია, რომ გითხრათ და დაგიდასტუროთ. ის რომ მერაბიშვილს სურს ოპოზიცია იყოს ძლიერი, მგონი ამის უფლება მისთვის არავის ჩამოურთმევია. როცა ლაპარაკობენ ორ გვარზე კეზერაშვილზე და მერაბიშვილზე, ერთად რომ შევკრიბოთ ეს ადამიანები, ნანახი მეყოლება ალბათ ათჯერ“, - ამბობს ხაბეიშვილი.
0
0